среда, 20 июля 2011 г.

ეს ჩანახატი ჩემი დაწერილია იმედია მოგეწონებათ–––– ერთხელ ახალ წელს




ვინ იფიქრებდა რომ 1 იანვარს, დილით 7 საათზე თბილისი–ბორჯომის მატარებელში ვიჯდებოდი? მე თიკო ანი ლაშა და ნიკა.
თბილისში თოვლი არ მოვიდა და როგორც კი შევითყვეთ რომ ბაკურიანში მოთოვა ჩავალაგეთ ბარგი და რამდენიმე საათში უკვე იქ ვიქნებით.
მატარებელში მარტო მომიწია დაჯდომა, ასეც ვგრძნობდი და ჩემს აიპოდში ორმოცდაათამდე ახალი სიღერა ჩავწერე. მეძინებოდა დაღლილი და ცოტა მთვრალიც ვიყავი.
რამდენიმე საათია ჩემს წინ მჯდარი ბიჭი მომჩერებია და რაღაცას წერს რვეულში.თავს უხერხულად ვგრდზნობდი რამდენიმეჯერ შევხედე და გავუღიმე.
ჩავედით ბორჯომში, ბაკურიანში ასასვლელად ჯი კუკუშკაში მოგვიწია მგზავრობა.
როგორც იქნააა!!! ეს ბიჭი ჩემს გვერდით დაჯდა,შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ მაგრამ მისმა ღიმილმა მომაჯადოვა.
–მე იკა ვარ შენ? ამის თქმა იყო და რამის დავდნი
–ლილი! ვუპასუხე მე.
–ლამაზია
–ვიცი! ღმერთო რატომ ვთქვი ეს.მეთქვა მადლობა
–მშვენიერია!
რატომღაც ორივე დავიბენით და ვერაფერს ვეუბნებოდით ერთმანეთს.შემდეგ მკითხა
–რამდენი დღით ჩამოხვედით?
– 4–5 მეტს ვერ გავძლებთ.
– დაახლოებით ჩვენც მასე,იქნებ მოგვიწიოს აქედანაც ერთად მგზავრობა?
– ვეცადოთ! გავუღიმე მე ალბათ პირველად გავიღიმე მთელი ამ ხნის განმავლობაში
– ლამაზია!
– რაა? ვითომ ვერ გავიგე
– არაფერი.
– გცივა? მკითხა და ამ დროს ლაშამ დამიძახა,ავდექი და მასთან მივედი
– რა მოხდა?
– ხომ არ გაწუხებს?
– რა მნიშვნელობა აქვს?თქვენ მაინც არ მაქცევთ ყურადღებას. გაბრაზებული ვუთხარი, ეს მართლაც ასე იყო რადგან ისინი შეყვარებულები არიან მე კი თავს გარიყულად ვგრძნობდი
– დაჯექი, არ წახვიდე
დავჯექი. აღარც წავსულვარ იკას გავხედე გავუღიმე, ისიც მიხვდა რაში იყო საქმე ყურსასმენები გაიკეთა და თავი დაღუნა.

ბაკურიანი ისეთი ლამაზი იყო, თოვლი, ხალხი,ბუნება! ყველაფერი ზღაპარს გავდა!
პირველა დღემ უცებ გაირბინა ვიგუნდავეთ, ვიცინეთ ვიქეიფეთ და ახალი წლის დადგომაც ავღნიშნეთ.
მეორე დღეს სულ იკას ვეძებდი, ჩემ თავს დავცინოდი და ვეუბნებოდი გაჩერდი ნუ ხარ იდიოტი მეთქი!
ვერ ვიპოვე გავბრაზდი მეორე დღის იმედი მქონდა იქნებ მაშინ მაინც მენახა.
აი უკვე მეორე დგეა უკვე დამავიწყდა რას ვეძებდი. არაჩვეულებღივი დღე გავატარე. დავიღალე და სკამზე ჩამოვჯექი.ჩემს მეგობრებს ვუყურებდი როდესაც გვერდით ვიღაც მომიჯდა მე ყურადღება არ მივაქციე მან კი პეპსი გამომიწოდა.გავიხედე ის იყო! გამიღიმა და მითხრა.
–ძლივს გიპოვე!
–მეძებდი? სერიოზული სახით ვკითხე თავი მოვიკატუნე ვითომ დიდად არ მაინტერესებდა
–შენ როგორ გაწყობს? არაააააააააააა !!!!!!!!!!!!რომ არ გაწყობდეს მაინც არ შეგეშვები
– ოჰო როგორი თავდაჯერებული ყოფილხარ!
– ზოგჯერ საჭიროა...გავისეირნოთ? აქვე, შენი მოგობრები გაგაკონტროლებენ.აი როგორც ახლა.ვიაროთ და არ შეგვცივდება
– კარგი! ვუპასუხე მე და გავეშურეთ ბაკურიანის ხედების სანახავად.
ჩამობნელდა, სასაუბრო თემა კი მაინც უამრავი გვქონდა.შემდეგ ლაშამ დამირეკა და მასთან შესახვედრად წავედი.იკამ გამაცილა ლაშაც გაიცნო და მერე სადგაც წავიდა.
ბავშვები მთელი საღამო დავცინოდნენ, ლილის მარტოობას წერტილი დაესვაო.
მეორე დგეს ბორჯომში წავედით და იკა ვერ ვნახე...
უკვე სახლში წასვლის დროც დადგა იკას მივწერე და ვკითხე თქვენც ხომ არ აპირებთ თბილისში წამოსვლას მეთქი....თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვიყავი როდესაც მითხრა ჩვენც მოვდივართო.
მთელი ღამე ვიმესიჯეთ და როგორც იქნა დადგა წამოსვლის დღე.მატარებელიში შევხვდით და ერთმანეთის გვერდით დავჯექით.
–ჩემი პირველი სიყვარული? პირველ კლასში მეხუთე კლასამდე მაბოდებდა ახლა რომ ვიხსენებ ნერვები მეშლება შენ ვერ წარმოიდგენ რას გავდა ანბანი მესამე კლასამდე ვერ ისწავლა . მომიყვა ,ვიცინეთ, ვისაუბრეთ ჩვენს მომავლის გეგმებზე.
რაც მთავარია მანახა თავისი ნახატები! მე როგორც ვიცი მხატვრები რომანტიკოსები არიან მეტქი. კი ვარო.ვცდილობ რომ ვიყოვო! ამას რა ჯობდა? 
მანახა თავისი ჩანახატი, რომელიც მატარებელში დახატა ანუ დამხატა და მითხრა უნდა გიყურო ყოველ წამს რომ არ დამავიწყდეს ეს დღეებიო.
მთელი კვირა დავგეგმეთ სად არ დავაპირეთ წასვლა კინო, პარჯი, ქალაქგარეთაც გადავწყვიტეთ წავსულიყავით მცხეთაში...ვისაუბრეთ ჩევენს საყვარელ ადგილებზე, ვუსმინეთ სიმღერებს. გვიძნელედებოდა ერთმანეთთან დაშორება.
როგორ მინდოდა მისი ჩახუტება , მომწონდა მისი ღიმილი, ლაპარაკი.
ჩავედით თბილისში, უკვე ღამე იყო. გამომშვიდობების დრო დადგა როგორ მინდოდა მეთქვა რომ მომწონდა... მაგრამ პირველი ამას არასდროს ვიტყოდი. როდესაც სადგურზე ჩვენი გზები გაიყარა დამემშვიდობა სულ სხვანაირ დამშვიდობებას ველოდი მინდოდა ჩავხუტებოდი და ალბათ მეკოცნა კიდეც. ის კი უბრალოდ წავიდა –შეხვედრამდე ! მითხრა და თავის მოგობრებთან ერთად ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა. გავიარე რამდენიმე მეტრი და უკნიდან ვიღაცის სუნთქვა ვიგრძენი.ის იყო მომიახლოვდა ისე როგორც არასდროს. მისი ტუჩები მომიახლოვდა...... მაკოცა
ჩუმათ ჩამჩურჩულა მომწონხარ!
გაიქცა! ვერ მოვასწარი რამის თქმა.
მომწონს!!!!!!!!!!!!!!
დღეს ვნახავ და აუცილებლად ვეტყვი რომ მომწონს!

понедельник, 9 мая 2011 г.

i live and i am happy



მე ვცოცხლობ!........მე ვცოცხლობ !....რა მნიშვნელობა აქვს სად? მიწაში,ცაზე თუ მზეზე ? რაც მთავარია ვცოცხლობ მაქვს შანსი იმისა რომ ვიყო ბედნიერი მიყვარდეს და ვუყვარდე....ამას მე ვერავინ ვერასდროს წამართმევს მხოლოდ უფალი ჩვენი და მე ვეცდები ვიცხოვრო ისე რომ არასდროს ვინანო ჩემი განვლილი ცხოვრების ორი წამიც კი!!!!! მიყვარხართ....მიყვარხართ...და იმედი მაქვს თქვენც!